heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 1 ივლისი 2015

ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა: პოლიტიკური ელიტის მიზანი თუ საშუალება? ფოლკლენდის მაგალითი
სოფიკო ალავერდაშვილი

რეზიუმე 

არგენტინის 1982 წლის ინტერვენცია ფოლკლენდის კუნძულებზე უამრავ კითხვას ბადებს. ერთი მხრივ, გაუგებარია, რატომ განახო-რციელა არგენტინის ხუნტამ შეტევა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, როდესაც ამ უკანასკნელს არგენტინასთან შედარებით აშკა-რა უპირატესობა გააჩნდა და არგენტინა თავიდანვე წაგებისთვის იყო განწირული. მეორე მხრივ, უცნაურია, რატომ ჩაება დიდი ბრი-ტანეთი არგენტინის წინააღმდეგ ომში ისეთი შორეული და სტრატეგიულად უმნიშვნელო ტერიტორიის გამო, როგორიც ფოლკლენ-დის კუნძულებია. წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით, აღნიშნული კონფლიქტი განვიხილოთ დივერსიული ომის თეორიის ჭრილში, რაც კრიზისულ ვითარებაში ხელოვნურად შექმნილი სამხედრო დაპირისპირების გზით პოლიტიკური ელიტის მიერ ხელისუფლების პოპულარობის ზრდას გულისხმობს და ავხსნათ, როგორ იყენებს პოლიტიკური ელიტა ტერიტორიულ კონფლიქტს საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, როგორ ახერხებს კონფლიქტში მიღწეული წარმატებით ხელისუფლების შენარჩუნებას ან როგორ კარ-გავს მას კონფლიქტში განცდილი კრახის გამო. ნაშრომში ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ: ა) საზოგადოებრივი აზრი პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვანია; ბ) საზოგადოებრივი აზრი პოლიტიკური ელიტის მიერ კონტროლირებადი და მართვადია; გ) საზოგა-დოებრივი აზრის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ელიტის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდე-ბული აზრი ქვეყანაში არსებულ ძირითად ღირებულებებს შეესაბამება.

საკვანძო სიტყვები: ფოლკლენდის კონფლიქტი, პოლიტიკური ელიტა, დივერსიული ომი, საზოგადოებრივი აზრი

Abstract
The 1982 Falklands War raises numerous questions. On the one hand, it is not clear, why Argentina invaded the territory of Great Britain, while the latter was much stronger than the former and Argentina a priori was meant to lose. On the other hand, it is strange that Great Britain engaged in a war with Argentina over such a far off and strategically unimportant territory. In this article, I look at the issue in the context of Diversionary War Theory. Diversionary War Theory looks at the uses of war for increasing the popularity of governments during political crisis while engaged in military actions and explains how political elites use territorial conflicts in order to influence public opinion, how they manage to contain power through success in conflict or how they lose their power by losing in a conflict. We claim that a) on the one hand, public opinion does matter to political elites; b) on the other hand, public opinion is controlled and ruled by them; c) public opinion can be formed only in case the idea suggested by the govern-ment is in accordance with the dominant values of society.

Keywords: Falklands conflict, political elites, diversionary war, public opinion

1. შესავალი

1982 წელი მსოფლიო ისტორიაში უცნაური და მნიშვნელოვანი მოვლენებით დაიწყო. 10 იანვარს დიდ ბრიტანეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -დაფიქსირდა. 26 იანვარს ასევე დიდ ბრიტა-ნეთში უმუშევართა რაოდენობა ომის შემდგომ პერიოდში 129,918-დან 3,070,621-მდე გაიზარდა. 2 თებერ-ვალს სირიაში ჰამას ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. 10 მარტს მოხდა სიზიჯი ანუ ცხრა პლანეტის მზის ერთ მხარეს განლაგება. 19 მარტს არგენტინელმა ვაჭარმა ფოლკლენდის კუნძულ სამხრეთ ჯორჯიაში არგენტინული დროშა აღმართა. 2 აპრილს არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებზე შეიჭრა. შეიძლება ითქვას, რომ უცნა-ურობის მხრივ ფოლკლენდის ომი სიზიჯის არაფრით ჩამოუვარდებოდა, რადგან არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირება მკვლევრებში დღემდე მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს.
პირველი საკითხი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, კუნძულების გაურკვეველი სტატუსია. სხვა ტერიტორიული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ფოლკლენ-დის კუნძულების სტატუსი ძალზე ბუნდოვანი და კომპლექსურია. არგენტინელებს სკოლებში ასწავლიან, რომ ფოლკლენდის კუნძულები ყოველთვის არგენტინას ეკუთვნოდა და დიდმა ბრიტანეთმა 1833 წელს მათი ტერიტორია მიითვისა. მაგრამ სკოლებში არ ისწავლება ის, რომ დიდმა ბრიტანეთმა კუნძულები ესპანეთის თანხმობით ჯერ კიდევ 1760-იან წლებში დაიპყრო, მაშინ, როდესაც არგენტინა, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა (Lavier, 2001). შესაბამისად, არგენტინის მტკიცება, რომ დიდმა ბრიტანეთმა მისი სუვერენიტეტი დაარღვია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად ვერ შეილახებოდა. აქედან მოდის ფოლკლენდის კუნძულების სტატუსთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ერთი მხრივ, კუნძულები გეოგ-რაფიულად არგენტინას ეკუთვნის, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა ისინი მაშინ მიითვისა, როდესაც არგენტინა, როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ იყო. შესაბამისად, ძნელი სათქმელია, არის ეს არგენტინის კუნძულები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა უკანონოდ მიითვისა თუ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, რომელზეც არგენტინა უსაფუძვლოდ აცხადებს პრეტენზიას.
მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ პრობლემურია, ფოლკლენდის კუნძულებზე მცხოვრებლე-ბის თვითგამორკვევის უფლებას უკავშირდება. კუნძულის მცხოვრებლები თავს დიდი ბრიტანეთის ნაწი-ლად მიიჩნევენ. 2013 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში, სადაც კუნძულების მოსახლეობას არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ამომრჩეველთა 99,8%-მა მხარი დიდ ბრიტანეთს დაუჭირა (Brindicci & Bustamante, 2013). არჩევნების ერთ-ერთი მონაწილის, რობ მაკჯილის, განცხადე-ბით, მისთვის რეფერენდუმი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან არ სურს, არგენტინის ნაწილი გახდეს (Bustamante, 2013). ხოლო ფოლკლენდის კუნძულების გაზეთ „პენგვინ ნიუსის” რედაქტორის, ჯონ ფოუ-ლერის, თქმით, ფოლკლენდის კუნძულების მცხოვრებლებმა იციან, ვინ არიან, რა სურთ და ეს არგენტინის კოლონიად ყოფნა ნამდვილად არ არის (Gavaghan, 2013). მოსახლეობის მსგავსი დამოკიდებულება ბუნებრივია, რადგან დიდმა ბრიტანეთმა თავის დროზე კუნძულებზე მცხოვრები არგენტინელები გააძევა და იქ ბრიტანელები ჩაასახლა. შესაბამისად, კუნძულების მცხოვრებლები ბრიტანელების შთამომავლები არიან და მათი იდენტობაც ბრიტანულია. და მაინც, საერთაშორისო საზოგადოება ვერ თანხმდება, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მათი მოთხოვნა. ერთი მხრივ, გაეროს ქარტიის პირველი თავის პირველი მუხლი (Charter of the United Nations, 1945) და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლი (The Universal Declaration of Human Rights, 1948) ყველა ერს თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებს; მეორე მხრივ, გაეროს გენერალური ასამბლეის №1514 რეზოლუცია დიდ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულების დატოვების ვალდებულებას აკისრებს (1514 (XV). Declaration on the Granting of Independ-ence to Colonial Countries and People, 1960). იქმნება ვითარება, რომელშიც ერთი პრინციპის დაცვა ავტომატურად მეორის დარღვევას იწვევს, რაც საერთაშორისო საზოგადოებას რთული დილემის წინაშე აყენებს.
მესამე საკითხი, რომელსაც ბევრი მკვლევარი დღემდე ვერ ხსნის, დიდი ბრიტანეთის კუნძუ-ლებით უცნაური დაინტერესებაა. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას არასდროს ესმოდა, რატომ ვერ თმობდა დიდი ბრიტანეთი ისეთ შორეულ და სტრატეგიულად უმნიშვნელო ტერიტორიას, როგორიც ფოლკლენდია. ტერიტორიისადმი ბრიტანელების დამოკიდებულება ნათლად არის გამოხატული ბრიტა-ნელი მოგზაურის, სამუელ ჯონსონის, სიტყვებში, რომელიც 1771 წელს ფოლკლენდის კუნძულებს შემდეგ-ნაირად ახასიათებს: „შიშველი და პირქუში სიმარტოვე, ადამიანისთვის ყოვლად გამოუსადეგარი კუნძული, ზამთარში შტორმიანი და ზაფხულში მოუსავლიანი, კუნძული, რომელიც საცხოვრებლად ვარგისად სამხრე-თელმა ველურებმაც არ ჩათვალეს” (Freedman, 2005). ფოლკლენდის წყლებში ნავთობისა და გაზის აღმოჩენამ და 2015 წლიდან ნავთობის მოპოვების პირველი პროგრამის, „ზებიდის”, ამოქმედებამ (Ash-croft, 2015) კუნძულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, მაგრამ ბუნებრივი რესურსების აღმოჩე-ნამდე დიდი ბრიტანეთის კუნძულებით დაინტერესება არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე საკითხი საინტერესო საკვლევი თემა იქნე-ბოდა, არც ერთი მათგანი ჩვენი კვლევის საგანი არაა და ისინი მხოლოდ კონფლიქტის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად განვიხილეთ. ჩვენი მიზანი არ არის, გავარკვიოთ, ვის ეკუთვნის ფოლკლენ-დის კუნძულები, აქვთ თუ არა კუნძულების მცხოვრებლებს ერთა თვითგამორკვევის უფლება ან რატომ იყო დიდი ბრიტანეთი ასე ძლიერ დაინტერესებული ისეთი „პირქუში” და „ადამიანისთვის ყოვლად გამოუ-სადეგარი” ტერიტორიით, როგორიც ფოლკლენდის კუნძულებია. წინამდებარე ნაშრომში ჩვენ ფოლკლენ-დის კონფლიქტის სულ სხვა ასპექტს, კერძოდ, კონფლიქტის მიმართ არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებას შევისწავლით. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, როგორ რეაგირებს არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ფოლკლენდის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორ იყენებენ ისინი კონფლიქტს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ან როგორ კარგავენ მას ფოლკლენდში განცდილი კრახის გამო, როგორ მანიპულირებენ კონფლიქტის თემატიკით სასურველი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და როგორ ქმნიან ამავე კონფლიქტის მეშვეობით სასურველ პო-ლიტიკურ გარემოს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, რა არის პოლიტიკური ელიტისთვის ფოლკლენდის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა - მიზანი თუ საშუალება - და თუ ეს არის საშუალება, როგორ იყენებენ ისინი იმ პოლიტიკურ ბერკეტს, რომელსაც ფოლკლენდის კონფლიქტი ეწოდება.
როგორც საკვლევი კითხვიდანაც ჩანს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ფოლკლენდის კონფლიქტს საკუთარი მიზნების მისაღწევად და სასურველი საზოგა-დოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად იყენებს. არგენტინის მხრიდან ფოლკლენდის დაბრუნების, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან მისი დაცვის რიტორიკას პატრიოტულ და პატერნალისტურ მოტივებს ნაკლე-ბად ვუკავშირებთ და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ელიტის პოპულარიზაციის მიზანს ემსახურება. არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ცდილობენ, ფოლკლენდის კონფლიქ-ტის გამოყენებით საზოგადოების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოიპოვონ, რაც, თავის მხრივ, საზოგა-დოებრივი აზრისადმი პოლიტიკური ელიტის მოწყვლადობაზე მეტყველებს.
წინამდებარე ნაშრომში ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ: ა) საზოგადოებრივი აზრი პოლი-ტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვანია; ბ) საზოგადოებრივი აზრი პოლიტიკური ელიტის მიერ კონტრო-ლირებადი და მართვადია; გ) საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვე-ვაში, თუ პოლიტიკური ელიტის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული აზრი ქვეყანაში არსებულ ძირითად ღირებულებებს შეესაბამება.
ჩვენი ჰიპოთეზის მესამე ნაწილი გულისხმობს შემდეგს: პოლიტიკურ ელიტას ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის ფუნდამენტურად შეცვლა არ შეუძლია და მისი შესაძლებლობები მხოლოდ არსე-ბული პრობლემებიდან რომელიმეს აქტუალიზაციით, პრიორიტეტების ხელახალი განსაზღვრით და უკვე ჩამოყალიბებული იდეების გააქტიურებით ან მიჩქმალვით შემოიფარგლება. 1982 წელს პოლიტიკური ელიტის მხრიდან ფოლკლენდის ომით მანიპულირების მცდელობამ იმიტომ გაამართლა, რომ არგენტინე-ლებს ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნება ყოველთვის სურდათ, ხოლო ბრიტანელებისთვის კუნძულზე მცხოვრები ბრიტანელების დაცვა პრინციპულად საჭირო და მისასალმებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვე-ვაში მათი ქმედება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა.
ჩვენი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მოვიშველიებთ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ რამდენიმე კვლევას. 1982 წელს არგენტინასა და დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გარე-მოს შესწავლა ცხადყოფს, რომ ამ პერიოდისთვის ორივე ქვეყნის ხელისუფლების პოპულარობა იკლებს და კონფლიქტის ხელოვნურად გამწვავება ორივე მათგანს საზოგადოების ყურადღების გასაფანტად ესა-ჭიროება. ომისდროინდელ მედიაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პოლიტიკური ელიტა კონფლიქტის თემა-ტიკას ინფორმაციის სელექციისა და ფაქტების ინტერპრეტირების გზით სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის მიმართავს. ორ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიდან კი ჩანს, რომ ფო-ლკლენდის საკითხი არგენტინაში ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად, ხოლო დიდ ბრიტანეთში თავდაცვის სფეროში არამიზნობრივად გაწეული ხარჯების გასამართლებლად გამოიყენება. ამ და სხვა საყურადღებო საკითხებს მოგვიანებით შევეხებით.

2. ლიტერატურა
ნაშრომში დავეყრდნობით ფოლკლენდის თემატიკაზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა სტატიას, გან-საკუთრებული ყურადღებით შევისწავლით არგენტინულ და ბრიტანულ პრესას, რომელშიც ჩანს, როგორ აწვდიან ინფორმაციას ადგილობრივი მედიები საზოგადოებას, როგორ ხდება ფოლკლენდის კონფლიქ-ტის კონსტრუირება ორი მხარის მიერ და როგორია მათი დამოკიდებულება ერთსა და იმავე საკითხზე. ამა-სთან, გარდა ადგილობრივი და საერთაშორისო პრესისა, აქტიურად მოვიშველიებთ ფოლკლენდის თემა-ტიკაზე დაწერილ სხვადასხვა ლიტერატურას. არგენტინული მედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის ფორმი-რების პროცესის შესწავლისას ვიხელმძღვანელებთ უილიამ ბენ ჰანტის წიგნით „გზა ომისკენ: საერთაშო-რისო კონფლიქტის განსაზღვრა მასობრივი მედიის ინდიკატორების მიერ”. წიგნში ავტორი არგენტინული მედიის მუშაობას შეისწავლის და აჩვენებს, როგორ იწყებს ეს უკანასკნელი ინტერვენციისთვის ნიადაგის მომზადებას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოყვა-ნილი არგუმენტები ერთობ კომპლექსური და ზოგ შემთხვევაში ეზოთერულია, ავტორი ნათლად აყალიბებს ყველა იმ ინდიკატორს, რომლებიც ომის დაწყების ალბათობაზე მიანიშნებს. ბრიტანული მედიის მახასია-თებლების შესწავლისას დავეყრდნობით ფილო ს. ვასბარნის წიგნს „საერთაშორისო სიახლეების სოცია-ლური კონსტრუქცია: ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ისინი საუბრობენ ჩვენზე”, რომელშიც ავტორი ფოლკლენ-დის ომის დროს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მედიამენეჯმენტის მიმართულებებს და იმ-დროინდელი მედიის თავისებურებებს მიმოიხილავს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ წიგნში განხი-ლული მოვლენები უმეტესად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციებიდან არის გაშუქებული და შედა-რებით ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელწოდების მეორე ნაწილს, „ისინი საუბრობენ ჩვენზე”, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მიერ ფოლკლენდის ომის კონსტრუირების შესწავლის თვალსაზრისით წიგნი საკმაოდ ამომწურავი და ინფორმაციულია. ასევე გამოვიყენებთ ორ წიგნს: „ომი, კულტურა და მედია: მეოცე საუ-კუნის ბრიტანეთის სამხედრო გამოხატულებები” და „ფოლკლენდის კონფლიქტი ოცი წლის შემდეგ: გაკ--ვეთილები მომავლისთვის”. აღნიშნულ წიგნებში სტეფან ბედსი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციებში მედიის როლზე და მედიის როლთან დაკავშირებულ თეორიებზე საუბრობს. დაბოლოს, არგენტინის და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიერ ფოლკლენდის თემით მანიპულირების შესწავლისას დავეყრდ-ნობით კრისტენ ეიჩენსერისა და მაიკლ რეისმანის წიგნს „ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება: საერ-თაშორისო ინტერვენციების შესწავლა”, რომელშიც საუბარია 1982 წელს ორ ქვეყანაში არსებულ ვითარე-ბაზე და იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის პრობლემებზე. წიგნში დაწვრილებით არის განხილული ფოლკლენდის კონფლიქტის თითოეული მხარის პოზიციები და ომის შეწყვეტის ტექნიკა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი წიგნებისა, ნაშრომში გამოვიყენებთ სხვადასხვა ავტორის მოსაზრებებსაც.

3. მეთოდოლოგია
ნაშრომის პირველ ნაწილში ჩვენ შევისწავლით 1982 წლისთვის არგენტინასა და დიდ ბრიტა-ნეთში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, საშინაო პოლიტიკური ფაქტორების მიმართებას საგარეო პოლიტიკასთან და არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის რეალურ მოტი-ვებს ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით. შევეცდებით, გავარკვიოთ, როგორი იყო პოლიტიკური ვითარება ორ ქვეყანაში, როგორ აღიქვამდა საზოგადოება ხელისუფლებას, რამდენად აძლევდა ხელს იმ-დროინდელ პოლიტიკურ ელიტას ფოლკლენდის საკითხზე დაპირისპირება და რატომ მიიღეს ის გადაწ-ყვეტილება, რომელიც მიიღეს. აღნიშნული საკითხის შესწავლისას მოვიშველიებთ ეკონომიკურ სტატის-ტიკას, პოლიტიკური ფიგურების განცხადებებს და სხვა პირველად თუ მეორეულ წყაროებს. 

მეორე ნაწილში ვისაუბრებთ საზოგადოებრივ აზრზე და, კერძოდ, მედიის როლზე საზოგადოებ-რივი აზრის ფორმირების პროცესში. სიღრმისეულად შევისწავლით, ერთი მხრივ, მედიის გავლენას საზო-გადოებრივ აზრზე და, მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტის გავლენას მედიაზე, რომლის მეშვეობით ისინი ქვეყანაში სასურველ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. ამისთვის მიმოვიხილავთ ომისდროინდელ არგენტი-ნულ და ბრიტანულ პრესას, რაზე აკეთებენ აქცენტს, საით მიმართავენ მკითხველის ყურადღებას, რა ტერ-მინოლოგიას იყენებენ ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებისას, რა მექანიზმებით ცდილობს პოლიტიკური ელიტა მედიის გაკონტროლებას და რამდენად ეფექტიანია ყოველივე ეს. ამ საკითხის შესასწავლად მივმართავთ კონტენტანალიზის მეთოდს.
მესამე ნაწილში შევისწავლით არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის განცხა-დებებს დღევანდელ პირობებში. ამ კუთხით ჩატარებული დისკურსანალიზი დაგვეხმარება, გავიგოთ, როდის, როგორ და რისთვის იყენებენ კონფლიქტის თემატიკას პოლიტიკური ლიდერები და რამდენად ამართლებს ან არ ამართლებს აღნიშნული საკითხით მანიპულირება დღეს.
დაბოლოს, ჩვენი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მოვიშველიებთ „დომინანტური ღირებულებების” თეორიას.

4. ტერიტორიული კონფლიქტი, პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესი
4.1 ფოლკლენდის ომი და „დროშის ირგვლივ გაერთიანების” ეფექტი
რა ურთიერთმიმართება არსებობს საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის? საშინაო პოლიტიკა განაპირობებს საგარეო პოლიტიკას თუ, პირიქით, საგარეო პოლიტიკა ახდენს გავლენას საშინაო პოლი-ტიკაზე? ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: საშინაო და საგარეო პოლიტიკა იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მათი ერთ-მანეთისგან დამოუკიდებლად განხილვა შეუძლებელია. საგარეო პოლიტიკის გასაგებად, პირველ რიგში, საჭიროა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას ჩავუღრმავდეთ, ვინაიდან ხშირად სწორედ შიდა დეტერმი-ნანტები განაპირობებენ იმას, თუ როგორ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს სახელმწიფო.
ფოლკლენდის კონფლიქტთან დაკავშირებით ხშირად ისმის კითხვა, რატომ შეიჭრა არგენტინა

ფოლკლენდის კუნძულებზე 1982 წელს, როდესაც არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის შესაძლებლობებს შორის აშკარა ასიმეტრია არსებობდა და არგენტინა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული? მკვლევა--რთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი არგენტინის მხრიდან არასწორმა გათვლამ განაპირობა და ფოლკ-ლენდის კუნძულებზე შეჭრას არგენტინის პოლიტიკური ელიტის მცდარი მოლოდინით ხსნის. აღნიშნული მოსაზრება, ერთი მხრივ, ლოგიკურია. ვარაუდი, რომ არგენტინა დიდი ბრიტანეთის მხრიდან მსგავს წინა-აღმდეგობას არ ელოდა, ბუნებრივია, რადგან არავის ეგონა, რომ ისეთი უმნიშვნელო ტერიტორიისთვის, როგორიც ფოლკლენდის კუნძულები იყო, დიდი ბრიტანეთი არგენტინასთან ომში ჩაერთვებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ არგუმენტისა, მსგავსი მტკიცება არგენტინის გადაწყვეტილებას არ ამართლებს და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაუპირისპირდა არგენტინა ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოს, კვლავ გაუგება-რია.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო, რომელსაც რეალიზმი უნიტარულ აქტორად განიხილავს, სინამდ-ვილეში უნიტარული სულაც არ არის. ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება და ამ უთანხმოების გადაწყ-ვეტის გზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო პოლიტიკის შიდა წყაროებზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭება.
დევიდ ჰიუმი ნაშრომში „მმართველობის პირველი პრინციპების შესახებ” გაკვირვებას გამოთქ-ვამს იმის გამო, როგორ ემორჩილება მართული უმრავლესობა მმართველ უმცირესობას მაშინ, როდესაც ძალა ყოველთვის უმრავლესობის ხელშია. მისივე განმარტებით, მმართველ უმცირესობას მართული უმრავლესობისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა აზრისა, და, ამდენად, მმართველობის ერთადერთ საფუძველს საზოგადოებრივი აზრი წარმოადგენს (Hume, 1994). შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განმაპირობებელ შიდა წყაროებს შორის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ზოგჯერ მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი სწორედ საზოგადოების სურვილებიდან გამომდინარეობს, რომელთა გათვალისწინება პოლიტიკურ ელიტას საზო-გადოებრივი მხარდაჭერის შესანარჩუნებლად სჭირდება.
არგენტინისა და ფოლკლენდის კუნძულების ურთიერთობებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ არგენტინის კუნძულებით დაიტერესების ხარისხი პერიოდულად იცვლება. არის დრო, როდესაც ფოლკ-ლენდის საკითხი ქვეყანაში არც ისე მნიშვნელოვანია და არის პერიოდები, როდესაც არგენტინის ხელი-სუფლება აღნიშნული თემის წამოწევას ხელოვნურად ცდილობს. მსგავს დაკვირვებას მორიგ კითხვასთან მივყავართ: რატომ ხდება ფოლკლენდის საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში და რამდენად უკავშირდება ეს პროცესი პოლიტიკური ელიტის პატრიოტულ მოტივებს? არის ეს დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების გულწრფელი სურვილი თუ საქმე გვაქვს პოლიტიკური ვითარებით გამოწვეულ პრაგმატულ ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის სხვა თემაზე გადატანის მიზანს ემსახურება?
ამერიკული გაზეთ „თაიმის” ჟურნალისტი ჰარვი მორისი არგენტინის ქმედებებს შიდაპოლიტიკურ დეტერმინანტებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ არგენტინისთვის სუვერენიტეტის საკითხი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გაერთიანების საშუალებაა. მისთვის „მალვინების ღილაკი” არის ბერკეტი, რომელსაც არგენტინის სხვადასხვა დროის მთავრობა მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების პერიოდში მოსახ-ლეობის ყურადღების გასაფანტად მიმართავს. „არგენტინის მმართველი ხუნტა, რომელმაც 1982 წელს ფოლკლენდში შეჭრის ბრძანება გასცა, ეკონომიკურად ფართხალებდა და ექვსწლიანი მილიტარისტული მმართველობის წინააღმდეგ აგორებულ სამოქალაქო უკმაყოფილებას ებრძოდა. კუნძულების დაპყრობის ფაქტმა დიდი პოპულარობა დაიმსახურა და დროებით შიდაარეულობა ჩაახშო” (Morris, 2015). 

არგენტინის ფოლკლენდის კუნძულებზე შეჭრის გადაწყვეტილებას შიდა პრობლემებს უკავ-შირებს ასევე ჯილ ჰეჯი. „1980 წლისთვის კაპიტალის დაკარგვამ და ბანკების გაკოტრებამ უცხოური სესხის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მისი ოდენობა 1975 წლისთვის არსებული 8 მლრდ. დოლარიდან 1981 წელს 40 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის 42%-ს შეადგენდა. 1980-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფომ უამრავი კერძო უცხოური სესხი მიითვისა. [...] ახირებულმა საგარეო პოლიტიკამ, გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მზარდმა საზოგადოებრივმა ზეწოლამ არგენტინის ხელისუფლება ისეთ დამანგრეველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, როგორიც 1982 წლის აპრილში ფოლკლენდის/მალვინის კუნძულების ინტერვენცია იყო” (Hedges, 2011).
ამდენად, ორივე ავტორი არგენტინის ირაციონალურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას უკავშირებს. 1982 წელს მემარცხენე ძალების წინააღმდეგ მიმართულმა „ბინძურმა ომმა” და ამ ომით გამოწვეულმა ადამიანის უფლებების ხუთწლიანმა რღვევამ რეჟიმის ლეგიტიმურობა და პოპულარობა შეარყია. ამას დაემატა ეკონომიკური პრობლემები. თუ 1980 წელს არგენტინის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ოდენობა 249 941 დოლარს შეადგენდა, 1981 წელს ეს მაჩვენებელი 202 996 დოლარამდე დაეცა, ხოლო 1982 წელს თითქმის განახევრდა და 100 801 დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის დინამიკას, 1980 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.7%-მდე მერყეობდა, 1981 წელს ეს მაჩვენებელი -5.744%-მდე შემცირდა, ხოლო 1982 წელს -3.149% გახდა, რაც წინა წელთან შედარებით უკეთესი იყო, თუმცა მაინც ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებდა (Econ Stats: The Economic Statistics and Indicators Database, 2015). ასეთ ვითარებაში ხუნტის წევრები ერთადერთ გამოსავალს ფოლკლენდის კონფლიქ-ტის ხელოვნურად გამწვავებაში ხედავდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ფოლკლენდის ომში ჩართვა „ბინძური ომის” მეომრებს გმირებად და პატრიოტებად აქცევდა და საზოგადოების კეთილგანწყობას დაუბრუნებდა. არგენტინის ყოველდღიური გაზეთი „ლა პრენსა” 1982 წლის თებერვალში გონივრულად შენიშნავს: „ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ეს ხელისუფლება გადაარჩინოს, ომია” (Eichensehr & Reisman, 2009).
მსგავსი ვითარება არსებობდა დიდ ბრიტანეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის გამოწვე-ვის წინაშე უკან დახევა დიდი ბრიტანეთის პრესტიჟს შელახავდა, ეს უკანასკნელი არგენტინის გამოწვევას მხოლოდ პრესტიჟის გამო არ დასთანხმებია. მას შემდეგ, რაც მარგარეტ ტეტჩერმა უმუშევრობის და მზარ-დი ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, კონსერვატორების პოპულარობა უკიდურესად დაეცა და ტეტჩერი „ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე არაპოპულარულ პრემიერ-მინისტრად” იქცა, რომელსაც საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა არანაკლებ სჭირდებოდა. შესაბამისად, არგენტინის ფოლკლენდის კუნძულებზე ინტერვენცია „კონსერვატორების მხრიდან აღქმულ იქნა არა როგორც პრობლემა, არამედ შესაძლებლობა, რომ იდეოლოგიური პროექტი უფრო მისაღები ფორმით შეეფუთათ” (Eichensehr & Reisman, 2009). ამდენად, პოლიტიკურმა ელიტამ არგენტინაშიც და დიდ ბრიტანეთშიც კონფლიქტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. არგენტინის ხუნტამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ომი დაიწყო ქვეყანას-თან, რომლის სამხედრო პოტენციალი არგენტინის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ხოლო დიდი ბრიტა-ნეთი იმავე მოტივით არგენტინას დაუპირისპირდა იმ ტერიტორიისთვის, რომელიც მის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედიოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავს პრაქტიკას დივერსიული ომი ეწოდება. დივერსიული ომის თეორიის თანახმად, ქვეყნის მთავრობები დივერსიულ ომს თვითგადარჩენის მიზნით მიმართავენ და კრიზისულ პერიოდში „საგარეო პოლიტიკის ავანტიურაში” გამიზნულად ერთვე-ბიან, რათა ხალხის ყურადღება ქვეყანაში არსებული სირთულეებიდან სხვა პრობლემაზე გადაიტანონ (Eichensehr & Reisman, 2009). ამ დროს წინა პლანზე გადმოდის არა ხელისუფლების უნიათობა და შეცდომები, არამედ ის, თუ როგორ ცდილობს ეს უკანასკნელი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას, რაც მათ რეიტინგს მნიშვნელოვნად ზრდის. დივერსული ომის თეორიის ამოსავალ წერტილს „დროშის ირგვლივ გაერთიანების” ეფექტი წარმოადგენს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკის გატარებისას სამხედრო საშუალებების გამოყენება მის პოპულარობაზე დადებითად აისახება (Eichensehr & Reisman, 2009). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 1982 წლის არგენტინა და დიდი ბრიტანეთი „დროშის ირგვლივ გაერთიანების” კლასიკური მაგალითებია. 

4.2 საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესი არგენტინასა და დიდ ბრიტანეთში
ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ორივე მხარეს კონფლიქტი ქვეყანაში არსებული პრობლემების მისაჩქმალად და ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. ის, რაც არგენტინის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტას რეალურად სურდა, იყო არა მშვიდობა, არამედ ომი, რომლის შეწყვეტისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ქვეყნის შიგნით მათ დიდ პოპულარო-ბას უქადდათ. ამრიგად, ფოლკლენდის 1982 წლის ომი, რომელსაც შორიდან ჰეროიკული და იდეალის-ტური ელფერი დაჰკრავს, სინამდვილეში სრულიად პრაგმატულ და რეალისტურ გათვლებს ემყარებოდა და ორივე მხარის ერთადერთი მიზანი ომის იმგვარი კონსტრუირება იყო, რომ პოლიტიკური ელიტისთვის ხალხის კეთილგანწყობა მოეტანა.
მიიღო რა ფოლკლენდის კუნძულებზე შეჭრის გადაწყვეტილება, არგენტინის ხუნტა აღმოჩნდა ინფორმაციის მენეჯმენტის საგარეო პოლიტიკური პარადოქსის წინაშე. ერთი მხრივ, მას უნდა შეემუშავე-ბინა საბრძოლო სტრატეგია, რომლითაც ფოლკლენდის კუნძულების ჯერ დაპყრობას და შემდეგ შენარჩუ--ნებას შეძლებდა. მეორე მხრივ, უნდა მოეხდინა საზოგადოების მობილიზება და მომზადება ისეთი ომისთ-ვის, რომელშიც არგენტინა თავიდანვე წაგებისთვის იყო განწირული (Eichensehr & Reisman, 2009).

რთული დილემის გადასაჭრელად არგენტინის ხუნტამ მედიას მიმართა, რომელიც ომისთვის ნიადაგის შემზადებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე შეუდგა. 1982 წლის იანვრიდან არგენტინულ პრესაში გამო-ქვეყნებული ყველა სტატია და კომენტარი ფოლკლენდის კუნძულების დასაპყრობად დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. 24 იანვარს „ლა პრენსას” ჟურნალისტი ხ. იგლესიას რუოკო წერს: „თუ ლონდონთან ურთიერთობების „გარკვევისკენ” მიმართული არგენტინის მორიგი ნაბიჯი არ გაამართლებს, ბუენოს აირესი კუნძულებს ძალის გამოყენებით აიღებს” (Hunt, 1997). „კონვიქსიონი” თებერვლის შუა რიცხვებში იუწყება, რომ თუ მოლაპარაკებების პროცესი დაუყოვნებლივ არ გაუმჯობესდა, ხელისუფლება „მოქმედების სხვა ფორმებს, მათ შორის კუნძულების სამ-ხედრო გზით დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს” (Hunt, 1997). ხოლო როდესაც არგენტინელმა დიპლომატმა და ფოლკლენდის საკითხებზე მთავარმა მომლაპარაკებელმა, გუსტავო ფიგეროამ, განაც--ხადა, „თუ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, არგენტინა უფლებას იტოვებს, [მოლაპარაკებების] სის-ტემა დაასრულოს და ის გზა აირჩიოს, რომელიც საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაზე შესაფერი-სად მიაჩნიაო”, არგენტინულმა გაზეთმა „კლარინმა” მეორე დღესვე გამოაქვეყნა, რომ განცხადება „კუნძუ-ლების სამხედრო ოკუპაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს” (Hunt, 1997).
ჯეიმს ლ. რეი და ჯულიეტ კაარბო საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენ--ციას შენიშნავენ. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლების პოლიტიკა თითქოს საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარეობს, ძნელი სათქმელია, ვინ ვისზე ახდენს გავლენას. დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის შემქმნელები საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იყენებენ ფრაზას „საზოგადოებრივი აზრის მოთხო-ვნით”, რაც თითქოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მაგრამ საკითხავია, საზოგადოებრივი აზრი ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე თუ ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით ისე, რომ საზოგადოების სახელით ამართლებს იმ გადაწყვეტილე-ბას, რომელიც დიდი ხნის წინ თავად მიიღო (Ray & Kaarbo, 2002)? მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ელიტა უფრო ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე, ვიდრე პირიქით. იგივე მოხდა არგენტინის შემთხვევაშიც.
არგენტინის პოლიტიკურმა ელიტამ მედიის საშუალებით ისეთი საზოგადოებრივი აზრი შექმნა, რომ 1982 წლის 2 აპრილს, როდესაც არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებზე შეიჭრა, ამ ნაბიჯმა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოლკლენდზე განხორციელებულმა ინტერვენციამ ხუნტის მოლოდინი გაა-მართლა და „ბინძური ომის” მეომრები პატრიოტებად და გმირებად აქცია. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავს „საგარეო პოლიტიკურ ავანტიურაზე” აგებული პოპულარობა არამყარია და პოლიტი-კური ელიტის მიერ ხელოვნურად მოპოვებული კეთილგანწყობა შესაძლოა, საგარეო ასპარეზზე განცდილი კრახისთანავე სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. მას შემდეგ, რაც არგენტინის ხელისუფლება ფოლკლენდის ომში დამარცხდა, მისი პოპულარობა იმდენად შეირყა, რომ „დროშის ირგვ-ლივ გაერთიანებულმა” საზოგადოებამ თავისი ძალაუფლება არაპოპულარული ხელისუფლებისკენ მიმარ-თა და ფოლკლენდის ომის დასრულებიდან ერთ წელში არგენტინის ხუნტა დაემხო. ალავერდაშვილი / ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი. №1, ივლისი 2015 11 ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა მედიამენეჯმენტი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც მედიის კონტროლი ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, რომ მოგვიანებით ფილიპ ნაითლმა ბრიტანეთის თავდაცის სამინი-სტროს მიერ მედიის „ბრწყინვალე” მანიპულაციას „საუკუნის მოდელი” უწოდა (Knightley, 2000). ამ უკანა-სკნელმა გაატარა პოლიტიკა, რომელსაც ლოურენს ფრიდმენმა „სიმბოლური უსაფრთხოების პოლიტიკა” უწოდა (Badsey, 1996) და რომელმაც ფოლკლენდში განხორციელებული მოქმედებები საზოგადოებრივ შოუდ აქცია (Wasburn, 2002). ბრიტანული მედია, რომელიც თეორიულად დამოუკიდებლობას ინარჩუნებ-და, თავდაცვის სამინისტროს მანიპულაციისა და კონტროლის საგანი გახდა. შეიქმნა ხელოვნური ბარიე-რები, რათა მედიას საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება ვერ მოეხერხებინა. გაძლიერდა ცენზურა. დაწესდა მკაცრი კონტროლი იმაზე, თუ რომელი ფაქტის გაშუქება შეეძლო მედიას და რომლის - არა. ამ მხრივ საყურადღებოა 25 მაისს განვითარებული მოვლენები, როდესაც „ქოვენთრის” ჩაძირვამ თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გაშუქებასთან დაკავშირებით „ძალიან რთული, მაგრამ არა უჩვეულო დილემის” წინაშე დააყენა (Badsey, The Falklands Conflict as a Media War, 2005). შემოღებულ იქნა ფიზიკური წინაღობები. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად წასვლის უფლება მიეცათ მხოლოდ ბრიტანელ ჟურნალისტებს. კონფლიქტის ტერიტორიაზე არ დაიშვებოდა არც ერთი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, გარდა თავად სამ-ხედრო ძალების ოპერატორებისა. რეპორტიორებს არ გააჩნდათ ფოტომასალის გასაგზავნი აღჭურვი-ლობა და მასალა, რომელიც ფოლკლენდიდან იგზავნებოდა, გადიოდა ორმაგ ცენზურას ჯერ ფოლკლენდ-ში მყოფ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან და შემდეგ ლონდონის სამინისტროს საზოგადოე-ბასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. მსგავსი შეზღუდვების დაწესებაში ბრიტანეთის ხელისუფლებას ხელს უწყობდა ბრიტანეთის ოფიციალური საიდუმლოების აქტი, რომლის თანახმად ყველა სამთავრობო ინფორმაცია საიდუმლოა, სანამ მასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება (Wasburn, 2002). ამას ემატებოდა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ მათი მხარ-დაჭერა ჟურნალისტების პატრიოტული მოვალეობაა. აღნიშნული სტერეოტიპის გავლენა ნათლად გამო--იკვეთა 4 მაისს, როდესაც „გენერალ ბელგრანოს” ჩაძირვასთან დაკავშირებით „სანში” გამოქვეყნებულ სტატიას „ბიბისის“ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დიდ ბრიტა-ნეთში ეს შერაცხულ იქნა არაპატრიოტულ ქმედებად, რომელიც ძირს უთხრიდა ქვეყნის ინტერესებს (Badsey, The Falklands Conflict as a Media War, 2005). დაბოლოს, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააჭია-ნურა ინფორმაციის გავრცელება. „შეფილდის” ცოცხლად დარჩენილ მგზავრებთან 4 მაისს ჩაწერილი ინტერვიუები ბრიტანულ ტელევიზიაში 26 მაისს გაშუქდა, ხოლო „ბიბისის“ ოპერატორის, ბრაიან ჰესკე-ტის, მიერ მიტოვებული გამანადგურებლის შესახებ 7 მაისს გადაღებული ფილმი ბრიტანულმა საზოგადოე-ბამ მხოლოდ 28 მაისს იხილა, მაშინ, როდესაც ხალხის ყურადღება მთლიანად გუზ-გრინის ბრძოლისკენ იყო მიმართული (Wasburn, 2002). 

დიდი ბრიტანეთის მედიამენეჯმენტზე საუბრისას საყურადღებოა აგრეთვე ის ენა და ტერმინო-ლოგია, რომელსაც ბრიტანული მედია ომის პერიოდში იყენებს. „გენერალ ბელგრანოს” ჩაძირვის გაშუქე-ბისას ბრიტანული ტელევიზიის მთავარ საზრუნავს მომხდარი ფაქტის გამართლება წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებულ დისკურსში აქტიურად ფიგურირებს ფრაზები „საფრთხე” და „თავდაცვა”. ბრიტანულ პრესაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კრუიზერის ჩაძირვა ბრიტანელების უსაფრთხოების დაცვამ განაპირობა და ბრიტანეთი მინიმალური ძალის გამოყენებით დიპლომატიისთვის ზურგის გამაგ-რებას ცდილობს (Wasburn, 2002). საინტერესოა აგრეთვე ის აქცენტები, რომელთაც ბრიტანული მედია აკეთებს. „გენერალ ბელგრანოს” შემთხვევაში ბრიტანული მედია საუბრობს არა დაღუპული არგენტინე-ლების რაოდენობაზე, არამედ ბრიტანეთის მცდელობაზე, გადაარჩინოს ადამიანები. ხოლო არგენტინის მიერ „შეფილდზე” განხორციელებული თავდასხმის შემთხვევაში წინა პლანზე სწევს გარდაცვლილი ბრი-ტანელების რაოდენობას და მომხდარს არგენტინისგან მტრის ხატის შესაქმნელად იყენებს (Wasburn, 2002). იგივე მეორდება სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. 2 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვ-ლით „ბიბისისა“ და „აითიენის“ ტელევიზიების მიერ გაშუქებულ სიახლეებზე ჩატარებული კონტენტანა-ლიზი აჩვენებს, რომ ამ პერიოდში ომის თემაზე გამოქვეყნებულ სიახლეებში 65% დიპლომატიას ეთმობა, რომელშიც ბრიტანული მედია ბრიტანული ხელისუფლების პოზიციის გამამყარებელ ტერმინოლოგიას მიმართავს. არგენტინა დახასიათებულია, როგორც „უდრეკი” და „უკომპრომისო”, რომელიც მოლაპარაკე-ბებში არის „ობსტრუქციული” და „დროის გამწელავი”; ხოლო ბრიტანეთი წარმოჩენილია, როგორც „მოქ-ნილი” და „სწრაფად მოქმედი”, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე გაეროსთან მოლაპარაკებებს „კონსტრუქციულად” უდგება (Wasburn, 2002).
არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის მედიამენეჯმენტის შესწავლიდან ჩანს, რომ დივერსიული ომი მხოლოდ საომარ მოქმედებებში ჩართვას არ გულისხმობს და მთავარია, როგორ მოხდება ამ ომის კონსტ-რუირება მედიასაშუალებების მიერ. არგენტინის შემთხვევაში დივერსიულმა ომმა ვერ გაამართლა, რადგან მედიის მიერ მიწოდებული ფაქტები არგენტინის გამარჯვებით არ იყო გამყარებული. თუმცა ბრი-ტანულმა მედიამ იმდენი მოახერხა, რომ, ბრიტანეთის მიერ განცდილი დანაკარგების მიუხედავად, საზო-გადოების მხარდაჭერა არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც. „ფაბლიქ ოფინიონში” 1982 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „როდესაც ბრიტანეთის ჩართულობისა და დანაკარგის მა-ჩვენებელმა იმატა, დამკვირვებელებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელ-ოვნად შემცირდებოდა. მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. მაშინ, როდესაც „შეფილდი” დაკარ-გეს, „სი ქინგის” ვერტმფრენები განადგურდა, „ჰარიერსი” დაკარგეს, „ანტელოპი” ჩაიძირა და უამრავი ადა-მიანი სიცოცხლეს გამოესალმა, 23 მაისს ჩატარებულ გამოკითხვაში გამოკითხულთა 80% მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება სწორად იქცეოდა, როდესაც ფოლკლენდში მოქმედებას განაგრძობდა” (Worcester & Jenkins, 1982).

4.3 ფოლკლენდის კონფლიქტი და პოლიტიკური ელიტა დღეს
ფოლკლენდის თემატიკას არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა დღესაც აქტიურად მიმართავს. არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, კრისტინა კირჩნერი, ფოლკლენდის შესახებ პროპაგანდას წლების განმავლობაში პერიოდულად ააქტიურებს. „ჩვენ გვსურს, დაცულ იქნას

გაეროს რეზოლუცია და ორივე ქვეყანა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს” (Wilson, 2013), - ამბობს კრის-ტინა კირჩნერი 1965 წლის გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც არგენტინას და დიდ ბრი-ტანეთს კუნძულების სუვერენიტეტის შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს (2065 (XX). Question of the Falklands Islands (Malvinas), 1965). „ტელეგრაფის” ჟურნალისტ ჯონათან გილბერტის აზრით, კირჩ-ნერი ამ გზით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ჩავარდნების გადაფარვას ცდილობს. ჯერ კიდევ 2012 წლისთვის არგენტინაში არსებულმა ინფლაციის დონემ 24%-ს მიაღწია, რაც სამხრეთ ამერიკის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ამავე წლის ოქტომბერში გილბერტი წერს: „არგენტინის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ ბოლოდროინდელ გამოსვლებში არგენტინის ქუჩებში 200 000 ადამიანი გამო-ვიდა, რომლებიც ინფლაციას, ქვეყანაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას და კორუფციას აპროტესტებ-დნენ. ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თუ 2011 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9%-ს აღემატე-ბოდა, წელს 3,4%-ს შეადგენს. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მონაცემებით მანიპულირებს, ვარაუდობენ, ეს მაჩვენებელი 1,5%-მდე შემცირდება” (Gilbert, 2012).
არგენტინის მთავრობა ფოლკლენდის თემას განსაკუთრებით ააქტიურებს წინასაარჩევნო პერი-ოდში. „კუნძულის მცხოვრებლები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებიან,“ - ამბობს არგენტინელი გენერალი, მარიო მენენდესი და, როგორც ჩანს, მის აზრს ბევრი არგენტინელიც იზიარებს. „ვის ანაღვ--ლებს ფოლკლენდი?! ჩვენ კირჩნერი იმისთვის გვჭირდება, რომ არგენტინას მიხედოს,“ - აცხადებს პრეზი-დენტის სასახლესთან გამართული პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე (Gilbert, 2012). არგენტინის ხელი-სუფლებას ამომრჩეველთა ყურადღების გასაფანტად ფოლკლენდის კონფლიქტით მანიპულირებაში ადა-ნაშაულებს თავად ბრიტანეთი, რომლის ფინანსთა მინისტრმა, მარკ საიმონდსმა, საპარლამენტო კომიტე-ტთან საუბრისას განაცხადა, რომ არგენტინის ხელისუფლება ფოლკლენდთან დაკავშირებულ უთანხმოე-ბას შიდა ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებს. „დარწმუნებული ვარ, კირჩნერის მთავრობა თავისი რიტო-რიკით ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს იმ უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემებისგან, რომელიც არგენტინას აქვს” (UK says Argentina using Falklands row to distract from economic woes, 2013). უნდა აღინიშნოს, რომ საიმონდსის მტკიცება უსაფუძვლო სულაც არ არის. დაკვირვება აჩვენებს, როდესაც კირჩნერი ფოლკლენდის თემას უბრუნდება, მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად იზრდება.
დაბოლოს, არგენტინის ხელისუფლება ფოლკლენდის საკითხს ეროვნული იდენტობის ჩამოსაყა-ლიბებლად და ნაციონალიზმის გასაღვივებლად იყენებს. „კუნძულების სუვერენიტეტთან დაკავშირებული დებატები მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ეს არის დისკურსი არგენტინის ეროვნული იდენტო-ბის შესახებ, რისთვისაც კუნძულები ერთგვარ მეტაფორად იქცა” (Monella, 2012). ფედერიკო ლორენცის-თვის „მალვინები არის საშუალება, ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორია სახელმწიფო, რომელსაც კუნძულების დაბრუნება და მისი მცხოვრებლების მიღება სურს.“ მისთვის მალვინის კონფლიქტი „არის მშვენიერი გზა იმისთვის, რომ ბანალურმა პატრიოტულმა დისკურსმა იმუშაოს” (Monella, 2012). არგენტი-ნელი პოლიტოლოგი და სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის ეროვნული საბჭოს (CONICET) წევრი, ვისენტე პალერმო, ფოლკლენდის საკითხს ნაციონალიზმის ლოგიკურ ასპექტად განიხილავს, რომელიც თავის თავში „წარსულის ნარატივს, აწმყოს ინტერპრეტაციას და მომავლის მანდატს” მოიცავს და ეროვნული იდენტობის ფორმირებას უწყობს ხელს (Monella, 2012). ეს არის მიზეზი იმისა, რომ, პრეზი-დენტ კირჩნერის აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, ისტორიკოსი ლოურენს ფრიდმენი მორიგი ომის ალბათობას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტი კირჩნერი უბრალოდ ნაციონალისტურ კარტს ათამაშებს” (Morris, 2015). 

ფოლკლენდის თემატიკას სათავისოდ იყენებს ასევე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა. „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მაიკლ ფალონი, აცხადებს, რომ არგენტინისგან მომდინარე საფრთხე „ძალიან რეალურია” და ბრიტანეთის მთავრობა ვალდებულია, კუნ-ძულის მცხოვრებლების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ფალონი დიდ ბრიტანეთს მესიანისტურ როლს ანიჭებს და აცხადებს: „ჩვენ დავიცავთ კუნძულის მცხოვრებლების უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუ-თარი მომავალი და დაიცვან საკუთარი ცხოვრების გზა ნებისმიერი მომავალი საფრთხისგან.“ ინტერვიუში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დიდ ბრიტანეთს კვლავ ექნება საჭირო აღჭურვილობა და ინფრასტრუქ-ტურა იმისთვის, რომ ეს პირობა მომავალშიც შეასრულოს (Britain to boost Falklands Islands defences, 2015). მაიკლ ფალონმა 23 მარტს თემთა პალატას განუცხადა, რომ ბრიტანეთი თავდაცვის მოდერნიზების მიზნით 10 წლის განმავლობაში 260 მლნ. დოლარის ინვესტირებას და ფოლკლენდის კუნძულებზე არსე-ბული 1200 კაციანი პერსონალის შენარჩუნებას გეგმავს (Argentina Slams UK for Using Falklands As Pretext to Boost Defense Budget, 2015). მისივე განცხადებით, ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულებზე ორი RAF Chinook ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის გაგზავნას აპირებს, რათა კუნძულის მცხოვრე-ბლებმა ნებისმიერ შექმნილ ინცინდენტზე „სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირების” მოხდენა შეძლონ (Britain to boost Falklands Islands defences, 2015).
ბრიტანულ მედიაში მსგავს გადაწყვეტილებას კრისტინა კირჩნერისა და ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობას უკავშირებენ, რომლის მიხედვით რუსეთი არგენტინისთვის ხორბლის და ხორცის სანაცვლოდ თორმეტი საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემას აპირებს. „რუსეთის შესაძლო შეთანხმება არგენტინისთვის თორმეტი Su-24 ტიპის ბომბდამშენის მიწოდების შესახებ ბრიტანეთს ფოლკლენდის თავდაცვის გადახედვისკენ უბიძგებს”, - წერს ბრიტანული „ტელეგრაფი“ (Alexander, 2015). მაგრამ როდე-საც ფალონს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას სთხოვენ, ის აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის მსგავსი ხელშეკრულების არსებობა დადასტურებული არ არის, თუმცა ბრიტანეთმა, ამის მიუხედავად, კუნძულებზე ჩართულობა უნდა გაზარდოს.
საქმე ისაა, რომ კირჩნერსა და პუტინს შორის მსგავსი შეთანხმება რომც შემდგარიყო, ეს დიდი ბრიტანეთისთვის საფრთხის შემცველი მაინც არ იქნებოდა, რადგან კირჩნერის აგრესიული რიტორიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ არგენტინელ ამომრჩეველზეა გათვლილი და არგენტინა რეალუ-რად ბრიტანეთთან დაპირისპირებას არ აპირებს. „ჩვენ პრობლემები საკუთარ ქვეყანაშიც გვეყოფა. ინტერვენციის შესაძლებლობა არ არსებობს,“ - აცხადებს არგენტინა-რუსეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის კოორდინატორი მატიას გარსია ტუნიონი (Gov’t to denounce UK’s Malvinas rearmament at UN, 2015); ხოლო ფოლკლენდის საკითხებში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი მოხელე, დანიელ ფილმუსი, დიდი ბრიტანეთის მტკიცებას აბსურდულს უწოდებს და სვამს კითხვას: „ჩვენ-გან თავდასხმას არავინ აპირებს და ვისგან იცავენ ისინი თავს?“ (Lough, 2015).
ბრიტანეთის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერების მცდელობას თავისებურად ხსნის არგენ-ტინული მხარე. ფილმუსის განცხადებით, „სამწუხარო და არასწორია”, რომ ფოლკლენდის საკითხი დიდ ბრიტანეთში საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენება. მისი აზრით, კონფლიქტის ფაქტორით სახელმწიფო-ში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მანიპულირებენ. „ისინი ახდენენ არგენტინის პროვოცირებას იმ იმედით, რომ ქვეყანა ნაციონალისტური გრძნობების გასამძაფრებლად რეაგირებას მოახდენს, რაც არჩევ-ნებში მათ სასარგებლოდ იმოქმედებს” (Lough, 2015).
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 1982 წლის ომი დიდი ხანია დასრულდა და კონფლიქტის თემამ აქტუალობა დაკარგა, არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა აღნიშნული თემით მანი-პულირებას კვლავ განაგრძობს. არგენტინა კონფლიქტის თემატიკას ეკონომიკური პრობლემების დასამა-ლად და ნაციონალიზმის გასაღვივებლად იყენებს. ხოლო დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის ფაქტორით წინასაარჩევნო პერიოდში თავდაცვაზე გაწეული ხარჯების გამართლებას ცდილობს. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რა არის პოლიტიკური ელიტისთვის ფოლკლენდის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ნათელია. არგენტინაშიც და დიდ ბრიტანეთშიც ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება არა მიზანი, არამედ შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევი საშუალება.

5. დასკვნა
არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ორივე მათ-განი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ჯერ ხელოვნურად წამოწყებულ ომში ჩაერთო, ხოლო შემდეგ კონფლიქტით მანიპულირების გზით პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას შეეცადა. ჩვენ ვიზიარებთ დევიდ ჰიუმის მოსაზრებას, რომ ერთადერთი საფუძველი, რომლითაც მმართველი უმცირესობა მართულ უმრავლესობას იმორჩილებს, საზოგადოებრივი აზრია. ჩვენ ასევე ვეთანხმებით ჯეიმს ლ. რეისა და ჯულიეტ კაარბოს მტკიცებას, რომ ხშირად პოლიტიკური ელიტა თავად ქმნის ისეთ საზოგადოებრივ აზრს, რომლის მეშვეობით საკუთარ გადაწყვეტილებას „საზოგადოების სახელით” ამართლებს. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პოლიტიკური ელიტის მხრიდან საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ მიწოდებული აზრი საზოგადოე-ბის ძირითად ღირებულებებს ემთხვევა. ამავეს მოწმობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში მედიის როლის შესწავლა.
აღნიშნული კვლევის შედეგად 1950-იან წლებში „სტიმული/რეაქციის” (Stimulus/Respone), იგივე „ინექციის” (Injection), მოდელი ყალიბდება, რომელიც საზოგადოებას მედიის მიერ მიწოდებული გზავნილის პასიურ მიმღებად განიხილავს. აღნიშნული მოდელის თანახმად, მედიის მიერ გავრცელებული იდეა ნარკოტიკის ინექციას ჰგავს, რომლის მეშვეობით მედია ხალხის შეხედულებებს აყალიბებს (Badsey, 1996).
1960-იანი წლებიდან „სტიმული/რეაქციის” მოდელი დაღმასვლას განიცდის და ჩნდება ვარაუდი, რომ მედიის გავლენა ინდივიდზე არც ისე ძლიერია. მზარდი ფსიქოლოგიური და სოციალური კვლევების შედეგად ყალიბდება „ორი ნაბიჯის” თეორია (Two Step Theory), რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდის მიერ პირველ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია მეორე ეტაპზე მისი ხედვისა და ღირებულებების შესაბამი-სად გარდაიქმნება (Badsey, 1996). შესაბამისად, მედია ახდენს არა იდეის ინექციას, არამედ უბრალოდ წარადგენს აზრს, რომელსაც ინდივიდი საკუთარი რწმენიდან გამომდინარე მიიღებს, უარყოფს ან გადააკეთებს.
დაბოლოს, მესამე თეორია, რომელიც არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტას ყველაზე მეტად ესადაგება, 1970-იან წლებში ჩამოყალიბებული მარქსისტული პერსპექტივაა. აღნიშნული ტრადიცია მონაცემთა რეინტერპრეტაციას ახდენს და „დომინანტური ღირებულებების” მოდელს აყალი-ბებს, რომელშიც მედია სოციალური და ეკონომიკური წნეხის პირობებში მუშაობს. თეორიის მიხედვით, მედიის ქმედება საზოგადოებაში დამკვიდრებული იდეოლოგიის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რაც უფრო შეესაბამება მის მიერ მიწოდებული აზრი საზოგადოების „დომინანტურ ღირებულებებს”, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა (Badsey, 1996). შესაბამისად, ჩვენს საკვლევ თემას რომ დავუბრუნდეთ, „დომინანტური ღირებულებების” თეორიის თანახმად, პოლიტიკური ელიტის მიერ ფოლკლენდის თემით მანიპულირების წარმატება განპირობებულია არა მხოლოდ დივერსიული ომით და ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანით, არამედ იმ ფაქტით, რომ არგენტინასა და დიდ ბრიტანეთში ფოლკლენდის დაცვა დომინანტურ ღირებულებას წარმოადგენს.

_________________________________________________

ბიბლიოგრაფია

1514 (XV). Declaration on the Granting of Independence to Colonial Countries and People. (1960 year 14 December). Retrieved 2015 year 6 April from United Nations: http://daccess-dds-ny.un.org/doc/RESOLUTION/GEN/NR0/152/88/IMG/NR015288.pdf?OpenElement
2065 (XX). Question of the Falklands Islands (Malvinas). (1965 year 11 December). Retrieved 2015 year 26 April from United Nations: http://daccess-dds-ny.un.org/doc/RESOLUTION/GEN/NR0/218/28/IMG/NR021828.pdf?OpenElement
Alexander, H. (2015 year 24 March). Falklands defence: Why is Argentina considering an air-craft deal with the Russians? Retrieved 2015 year 23 April from The Telegraph: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/southamerica/argentina/11491467/Falklands-defence-Why-is-Argentina-considering-an-aircraft-deal-with-the-Russians.html
Argentina Slams UK for Using Falklands As Pretext to Boost Defense Budget. (2015 year 25 March). Retrieved 2015 year 18 April from Sputnik: http://sputniknews.com/politics/20150325/1019995562.html
Ashcroft, J. (2015 year 6 March). Falkland oil drilling kicks off with Zebedee spudding. Re-trieved 2015 year 24 April from Proactive Investors United Kingdom: http://www.proactiveinvestors.co.uk/companies/news/77998/falkland-oil-drilling-kicks-off-with-zebedee-spudding-77998.html
Badsey, S. (2005). The Falklands Conflict as a Media War. In S. Badsey, R. P. Whittick Havers, & M. J. Grove, The Falklands Conflict Twenty Years on: Lessons for the Future (pp. 39-56). USA: Frank Cass.
Badsey, S. (1996). The Influence of the Media on Recent British Military Operations. In I. S. Carruthers, War, Culture and the Media: Representations of the Military in 20th Century Britain (pp. 5-21). England: Flicks Books.
Brindicci, M., & Bustamante, J. (2013 year 12 March). Falkland Islanders vote overwhelmingly to keep British rule. Retrieved 2015 year 26 April from Reuters: http://www.reuters.com/article/2013/03/12/us-falklands-referendum-idUSBRE92B02T20130312
Britain to boost Falklands Islands defences. (2015 year 24 March). Retrieved 2015 year 23 April from BBC: http://www.bbc.com/news/uk-politics-32031342
Bustamante, J. (2013 year 03 September). Falklands Sovereignty Referendum Moves For-ward, Argentina Rejects Validity Of Malvinas Plebiscite. Retrieved 2015 year 10 April from Huffington Post: http://www.huffingtonpost.com/2013/03/11/falklands-sovereignty-referendum-malvinas-plebiscite_n_2846342.html
Charter of the United Nations. (1945 year 26 June). Retrieved 2015 year 24 April from United Nations: http://www.un.org/en/documents/charter/chapter1.shtml
Econ Stats: The Economic Statistics and Indicators Database. (2015 year 17 March). Re-trieved 2015 year 25 April from Economy Watch: http://www.economywatch.com/economic-statistics/
Eichensehr, K. E., & Reisman, W. M. (2009). Disputants' Domestic Constraints. In K. E. Eichensehr, & W. M. Reisman, Stopping Wars and Making Peace: Studies in International Intervention (pp. 20-23). The Netherlands: Koninklijke Brill.
Freedman, L. (2005). Origins of the Dispute. In L. Freedman, The Official History of the Falk-lands Campaign, Volume 1: The Origins of the Falklands War (p. 1). USA: Routledge.
Gavaghan, J. (2013 year 7 March). Falklands referendum: The view from the island. Retrieved 2015 year 10 April from Yahoo News: https://uk.news.yahoo.com/falkland-islands-referendum--vote-on-sovereignty-amid-tension-between-britain-and-argentina-172502829.html#0zZe1SM
Gilbert, J. (2012 year 7 October). Cristina Kirchner 'using Falkland Islands as a smokescreen' to hide failing economy. Retrieved 2015 year 18 April from The Telegraph: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/southamerica/argentina/9592424/Cristina-Kirchner-using-Falkland-Islands-as-a-smokescreen-to-hide-failing-economy.html
Gov’t to denounce UK’s Malvinas rearmament at UN. (2015 year 26 March). Retrieved 2015 year 27 April from Buenos Airs Herald: http://www.buenosairesherald.com/article/185260/gov%E2%80%99t-to-denounce-uk%E2%80%99s-malvinas-rearmament-at-un
Hedges, J. (2011). Descent into Chaos. In J. Hedges, Argentina: A Modern History (pp. 217-218). London: I.B. Tauris.
Hume, D. (1994). Of the First Principles of Government. In D. Hume, & K. Haakonssen, Hume: Political Essays (pp. 16-19). United Kingdom: Cambridge University Press.
Hunt, W. B. (1997). The Dilemma of Getting to War. In W. B. Hunt, Getting to War: Predicting In-ternational Conflict with Mass Media Indicators (pp. 1-26). USA: The Univerity of Michigan Press.
Knightley, P. (2000). In P. Khightley, The First Casualty: The War Correspondent as Hero and Myth-Maker from the Crimea to Kosovo (pp. 478-482). London: Prion.
Lavier, R. C. (2001). Historical Background. In R. C. Lavier, The Falklands/Malvinas Case: Breaking the Deadlock in the Anglo-Argentine Sovereignty Dispute (p. 19). Kluwer Law International: Netherlands.
Lough, R. (2015 year 25 March). British government using Falklands for election gains: Argen-tina. Retrieved 2015 year 27 April from Reuters: http://www.reuters.com/article/2015/03/25/us-argentina-falklands-idUSKBN0ML2GJ20150325
Monella, L. M. (2012 year 4 April). ‘Las Malvinas Son Argentinas': Who Taught You That? Re-trieved 2015 year 17 April from The Argentina Independent: ttp://www.argentinaindependent.com/currentaffairs/newsfromargentina/las-malvinas-son-argentinas-who-taught-you-that/
Morris, H. (2015 year 4 March). Here’s Why U.K.-Argentina Tensions are Rising Again Over the Falklands. Retrieved 2015 year 18 April from Time: http://time.com/3756057/britain-argentina-falklands-threat/
Ray, J. L., & Kaarbo, J. (2002). Inside States:The Making of Foreign Policy. In J. L. Ray, & J. Kaarbo, Global Politics (p. 129). USA: Charles Hartford.
The Universal Declaration of Human Rights. (1948 year 10 December). Retrieved 2015 year 24 April from United Nations: http://www.un.org/en/documents/udhr/
UK says Argentina using Falklands row to distract from economic woes. (2013 year 17 De-cember). Retrieved 2015 year 18 April from Reuters: http://www.reuters.com/article/2013/12/17/britain-argentina-falklands-idUSL6N0JW48220131217
Wasburn, P. C. (2002). British Media Reports the Falklands War. In P. C. Wasburn, The Social Construction of Internatioal News: We're Talking about Them, They're Talking about Us (pp. 26-31). USA: Praeger Publishers.
Wilson, S. (2013 year 07 August). Argentina President Cristina Kirchner renews Falkland Is-lands claim at UN meeting. Retrieved 2015 year 26 April from The Telegraph: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/southamerica/falklandislands/10227319/Argentina-President-Cristina-Kirchner-renews-Falkland-Islands-claim-at-UN-meeting.html
Worcester, R., & Jenkins, S. (1982 year June/July). Britain Rallies 'Round the Prime Minister'. Public Opinion , p. 54.