heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754

(“Elsevier”  მიხედვით)

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენი ექსპერტული გამოცდილება ნამდვილად შეესაბამება განსახილველად გადმოცემული სტატიის თემატიკას.

თავიდან აიცილეთ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. თუკი ასწორებთ თქვენი ყოფილი სტუდენტის ნაშრომს, ან გიმუშავიათ ავტორთან ერთად იმავე საკითხზე, აუცილებლად შეატყობინეთ რედკოლეგიას.

დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ მიმოხილვისთვის – გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოთხოვნაა, ტექსტის რეცენზირება შესრულდეს დეტალურად – უშუალოდ ტექსტის კომენტირებით და არა მოკლე მიმოხილვის სახით.

უშუალოდ მიმოხილვაზე მუშაობისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

 ეთიკური მოსაზრებები:

  • თუკი მიიჩნევთ, რომ წარმოდგენილი ნაშრომი სხვა კვლევის პლაგიატია, აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე რედკოლეგიას, ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია კვლევის ან სტატიის პირველწყაროს შესახებ
  • თუკი ეჭვობთ, რომ გამოყენებული მონაცემები გაყალბებულია, შეატყობინეთ რედკოლეგიას
  • თუკი გაგიჩნდათ მოსაზრება, რომ სტატია რაიმე მხრივ არღვევს მკვლევრის სამეცნიერო ეთიკას, განიხილეთ ეს საკითხი რედკოლეგიასთან

 კონფიდენციალურობა:

  • მიმოხილვისთვის მიღებული ტექსტი კონფიდენციალური დოკუმენტია და მისი განხილვა ან ჩვენება სხვა პირებისთვის, რედაქციის ნებართვის გარეშე, მიუღებელია. მიმოხილვის შეფასება ასევე კონფიდენციალურია და რედაქციის გარდა, მისი ვინმესთვის გაზიარება არ არის მიზანშეწონილი. თავად ავტორისთვის, მიმომხილველის ვინაობა უცნობი დარჩება, რადგან ჟურნალის პოლიტიკაა, დაამკვიდროს ე. წ. “ბრმა” მიმოხილვის პრაქტიკა

 ნაშრომის ხარისხი:

  • ნაშრომის ორიგინალურობა – მიმოხილულ ტექსტს თან უნდა ერთვოდეს რეცენზენტის მოკლე შეფასება, რომელიც პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს:
  • არის თუ არა მიღებული სტატია საკმარისად საინტერესო პუბლიკაციისთვის?
  • წარმოადგენს თუ არა ღირებულ სიახლეს სამეცნიერო ცოდნისთვის?
  • ნაშრომის აბსტრაქტი – პასუხობს თუ არა იგი ტექსტის შინაარსს?
  • ნაშრომის შესავალი – როგორც წესი, შესავალი მოკლედ აჯამებს რელევანტურ კვლევებს. აქვე ავტორი ნათლად უნდა აღწერდეს საკვლევ პრობლემას. თუკი შესავალი არ პასუხობს ამ კრიტერიუმებს, მას შესაბამისი შეფასება უნდა მოჰყვეს.
  • ლიტერატურის მიმოხილვა – ამ ნაწილში, ავტორს მოტანილი უნდა ქონდეს ნაშრომისთვის შესაბამისი ლიტერატურა. ჟურნალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ტექსტს, რომელშიც რელევანტური თეორიული მასალა კრიტიკულად იქნება მიმოხილული, რითაც საკმარის საფუძველს შექმნის ემპირიული ნაწილისთვის.
  • მეთოდები – განმარტავს თუ არა ავტორი გამოყენებულ მეთოდოლოგიას? რამდენად შეესაბამება იგი წარმოდგენილი საკითხის კვლევას? რამდენად დეტალურად და გასაგებადაა აღწერილი მონაცემთა შეგროვების პროცესი? თუკი ეჭვი გეპარებათ მეთოდოლოგიის სისწორეში ან მის სიცხადეში, ამის თაობაზე აუცილებლად შეატყობინეთ რედკოლეგიას.
  • შედეგები/დისკუსია – რამდენად გასაგებადაა გადმოცემული მონაცემთა ანალიზი სიტყვიერად? არის თუ არა გამოტანილი დასკვნები მონაცემებით გამყარებული? როგორ უკავშირებს ავტორი მიღებულ შედეგებს თეორიულ მასალას და არის თუ არა მოცემული შინაარსიანი დისკუსია?
  • ტექსტის ენობრივი ხარისხი – რეცენზენტი არ არის ვალდებული, შეასწოროს ტექსტის ენობრივი მხარე (არც ქართულად, არც – ინგლისურად). თუკი მიიჩნევთ, რომ წარმოდგენილი ნაშრომი ამ კუთხით  გაუმართავია, აუცილებლად შეატყობინეთ რედკოლეგიას.